LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bugatti-ში Porsche-ის წილის შეძენით საინვესტიციო ფონდები ინტერესდებიან

125
ქირიას NEWS შაბლონი (1)

საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები HOF Capital და BlueFive Capital მოლაპარაკებებს აწარმოებენ Porsche AG-ის კუთვნილი 45%-იანი წილის შესაძენად კომპანია Bugatti-ში. bloomberg-ის ინფორმაციით, შესაძლო გარიგების ღირებულება მინიმუმ 1 მილიარდ ევროს შეადგენს და შეთანხმება შესაძლოა უახლოეს თვეებში შედგეს.

HOF Capital-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია ონსი სავირისი –  ეგვიპტელი ომილიარდერი ოჯახის მემკვიდრე, ხოლო BlueFive Capital-ს ხელმძღვანელობს ჰაზემ ბენ-გასემი, Investcorp-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი. თუ გარიგება წარმატებით დასრულდება, Bugatti-ს ამჟამინდელი უმსხვილესი პარტნიორი – ხორვატიული კომპანია Rimac – ბიზნესის განვითარებისთვის ახალი ინვესტორებისგან დამატებით ფინანსურ რესურსებს მიიღებს. 

ოფიციალური კომენტარები გარიგებასთან დაკავშირებით ჯერ არ გაკეთებულა და დეტალები საბოლოოდ შეთანხმებული არ არის, თუმცა წყაროების მიხედვით, საკუთრების სტრუქტურის ცვლილება უახლოეს პერიოდში რეალურ სცენარად განიხილება.

საინტერესოა, რომ 2025 წლის ოქტომბერში სრულიად სხვა სურათი იკვეთებოდა, მაშინ Rimac თავად გეგმავდა Porsche-ს წილის გამოსყიდვას Bugatti-ში, ასევე დაახლოებით 1 მილიარდი ევროს სანაცვლოდ. ფრანგული ჰიპერქარების ლეგენდარული ბრენდი Bugatti Rimac-ისა და Porsche-ის ერთობლივ მფლობელობაში 2021 წლიდან იმყოფება: Rimac-ს ეკუთვნის 55%, Porsche-ს კი დარჩენილი 45%.

Bugatti-ს გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და ინტერესს, რომელიც მის მიმართ ინვესტორებს ჰიპერქარების სწრაფად ცვალებად ბაზარზე აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g