ქართულმა ჯგუფმა The Bookmarks ამერიკის შეერთებულ შტატებში, Harmony Sweepstakes A Cappella festival-ზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა – ჯგუფი მაყურებლის სიმპათიის ჯილდოს მფლობელი გახდა.
სასიხარულო ინფორმაციას „ვოკალის აკადემია“ ავრცელებს და The Bookmarks-ს მორიგ წარმატებას ულოცავს.
„ამერიკაში გამართულ Harmony Sweepstakes A Cappella festival-ზე ამ უნიჭიერესმა ბავშვებმა მორიგი გამარჯვება და Audience Award – მაყურებლის სიმპათიის ჯილდო მოიპოვეს.
სულ ცოტა ხნის წინ გერმანიის ქალაქ ლაიფციგში, მათ წარმატებით ჩაატარეს საკუთარი სოლო კონცერტი, რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია ბოლო 1 წლის განმავლობაში მათი გასაოცარი მიღწევები:
Winners 15th International “A Cappella” Contest, ლაიფციგი, გერმანია (2025)
• Audience Award
Winners of Vokal.Total Festival, გრაცი, ავსტრია (2025)
• Gold Diploma
• Audience Award
• Special Prize for Singing Beyond Their Actual Ages
ვოკალის აკადემია კიდევ ერთხელ ულოცავს გამარჯვებას ბავშვებს და მათ მუსიკალურ ხელმძღვანელს ბუკა კარტოზიას!“ – წერია „ვოკალის აკადემიის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
