LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუკა პეტრიაშვილი: 10 კილომეტრი დარჩათ ჩვენებს ხერსონამდე! ცოტაცაა, ცოტაცაა!… ერთი რამე კი ზუსტად თქვა ზელენსკიმ- წარმოუდგენელია შპაგატში ჩაჯდომა უკრაინას და რუსეთს შორისო

453
ბუკა და ხერსონი

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მორიგ ინფორმაციას გვიზიარებს.

პეტრიაშვილი პოზიტიურ სიახლეებზე წერს.

„მოკლედ ისევ და ისევ სამხრეთ ფრონტიდან უკეთესი ამბებია, ვიდრე აღმოსავლეთიდან: 10 კილომეტრი დარჩათ ჩვენებს ხერსონამდე! მიდიან და მიდიან წინ ჩვენები! ცოტაცაა, ცოტაცაა!

აღმოსავლეთში სევეროდონეცკზე დროებით ისევ დაკარგეს კონტროლი ჩვენებმა!

10/1 შეფარდებაა შეიარაღებაში და ცოცხალ ძალაში, სამწუხაროდ ურდოსების სასარგებლოდ! ბლიცკრიგი არსად გამოუვიდათ და აკვდებიან ასობით ჩვენების დაცვას! ტელეგრამ არხები იმასაც კი ამბობენ, კადიროვცებმა ბურიატები დაადუღეს არტილერიითო (ტექნიკა თემაა :))))) ) და გააცალკევეს: ბურიატები სამხრეთში, კადიროვცები აღმოსავლეთში მიყარ-მოყარესო!

იბრძვიან ჩვენები ხმელეთზეც და ცაშიც! გუშინ 1 სუ-25 და 1 კა-52 დაამიწეს ჩვენებმა, დაფერფლეს უფრო ზუსტად!

კიდევ 70-მდე ორკი გაუშვეს კობზონის კონცერტზე და აუფეთქეს მძიმე ტექნიკა!
არც ჩვენთვისაა მარტივად საქმე და არც ურდოსებისთვის!

უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა გააკეთა განაცხადი, რაც სჭირდებათ ურდოზე გამარჯვებისთვის! პენტაგონის შეფმა ყველაფერს გამოვალთო!
ამ დღეებში დასავლეთ ევროპული სამეული თუ ჩავიდა, იქნება მაგაზე საუბარი აუცილებლად!
ერთი რამე კი ზუსტად თქვა ზელენსკიმ ალემანიელი კოლეგის გასაგონად: წარმოუდგენელია შპაგატში ჩაჯდომა უკრაინას და რუსეთს შორისო ???
უკრაინა გაიმარჯვებს!

დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!“. – წერს ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g