თბილისში, ბუკიას ბაღში ახალი სკამი დამონტაჟდება, რომელსაც ტელეფონისა და სხვა მოწყობილობების დატენვის შესაძლებლობა ექნება.
როგორც “ფორტუნას” საბურთალოს რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სკამს ბაღში მომავალი კვირიდან დაამონტაჟებენ.
“სკამი უკვე ჩამოტანილია უცხოეთიდან. დაახლოებით, ერთ კვირაში დავიწყებთ მონტაჟს. საპილოტე რეჟიმში მონტაჟდება ერთი სკამი. რამდენად წარმატებული იქნება პროექტი, ამას მომავალი წლიდან განვიხილავთ”, – განაცხადა “ფორტუნასთან” ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების უფროსმა ილია მიქელაიშვილმა.
პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა შპს SOLARTIA GROUP -თან ერთად ახორციელებს.