LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულეიშვილი: დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ადამიანმა სულ 1 თვის წინ გადაიტანა კორონავირუსი და კვლავ ინფიცირებულია

220
Untitled design - 2022-02-14T104751.689

ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავაც საყურადღებოა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 30%-ს აღწევს. მედიკოსების განცხადებით, „ომიკრონის“ მსუბუქი მიმდინარეობის მიუხედავად, მოსახლეობას სიფრთხილე მართებს, ვინაიდან ხშირია გართულებული შემთხვევები ქრონიკული დაავადების მქონე და 60 წელს გადაცილებულ პაციენტებში.

“რეალურად “ომიკრონის” 4 ქვეშტამი არსებობს, არ არის გამორიცხული ქვეყანაში ოთხივე ცირკულირებდეს” – რა ვიცით “ომიკრონით” რეინფიცირების შესახებ

სპეციალისტების ვარაუდით, რთული ეპიდვითარება, შესაძლოა, მარტის დასაწყისამდე გაგრძელდეს. ამ სიტუაციიდან გამოსავალი იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართვა და რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაა.

„ბოლო რამდენიმე დღეა, განსაკუთრებით, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების დაინფიცირების შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ, შედარებით, მომართვიანობა გაზრდილია. არის რეინფიცირების ძალიან ბევრი ფაქტი, რომელიც 3, 6 თვის წინ გადატანილი კოვიდის ფონზე ფიქსირდება.

ბოლო პერიოდში, არის რამდენიმე შემთხვევაც, როდესაც ადამიანმა სულ 1 თვის წინ გადაიტანა და დაამარცხა კორონავირუსი.

თებერვალი, ალბათ, საკმაოდ საყურადღებო იქნება და შეიძლება, დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდოს“, –  აღნიშნავს ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა ბულეიშვილი.

4 028 ახალი შემთხვევა და 21 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g