LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტი პიკური მაჩვენებლები შეიძლება უახლოეს პერიოდში იყოს – რას ამბობენ მედიკოსები

185
კორონავირუსი

ექიმი მაკა ბულეიშვილი აცხადებს, რომ „ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტი პიკური მაჩვენებლები შეიძლება უახლოეს პერიოდში იყოს“. ექიმი ამბობს, რომ ვირუსული ინფექციების მატების ტენდენცია სეზონს უკავშირდება და ამაში განსაკუთრებული არაფერია.

მისივე განცხადებით, „ყველაზე მეტად რეკომენდაციები ესაჭიროებათ ბავშვთა ასაკის და იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ქრონიკული და ფონური სხვადასხვა დაავადებები“.

„7 დღის განმავლობაში უნდა ალაგდეს სიმპტომები, როდესაც არის კონკრეტული ვირუსული ინფექცია. მაგრამ, აღნიშნულ შემთხვევაში ვხედავთ, რომ გამოხატულია ხველა, მაღალი ტემპერატურა, ზოგადი, საერთო სისუსტე. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ არის სეზონი. ყველაზე მეტი პიკური მაჩვენებლები შეიძლება უახლოეს პერიოდში იყოს. ეს არ არის რამე განსაკუთრებული, ყოველ წელიწადს ასეა. ყველაზე მეტად რეკომენდაციები ესაჭიროებათ ბავშვთა ასაკის და იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ქრონიკული და ფონური სხვადასხვა დაავადებები“, – აღნიშნა ექიმმა.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, ამ დროისთვის 12-მდე ვირუსი ცირკულირებს, მათ შორის დომინანტი გახდა A და B ტიპის ვირუსი.

„კლინიკებში მომართვიანობა მაღალია. A და B გრიპის ვირუსებია ყველაზე მეტად. მოიმატა კორონავირუსის შემთხვევებმაც. ამ ჩამოთვლილის გარდა დაახლოებით 9 ტიპის რესპირატორული ვირუსი ცირკულირებს. ეს არის რესპირატორული-სინციტიური ვირუსი, რომელიც განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვთა ასაკის კონტიგენტისთვის, 0-დან 2 წლამდე. სწორედ ამ ასაკში მიდის შედარებით მძიმედ და საშუალო და მძიმე სიმძიმის ბრონქიოლიტების დროს ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები