პლოვდივის “ლოკომოტივის” 26 წლის ბულგარელი ნახევარმცველი სტეფან ველევი თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბულგარული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ველევი “დინამოსთან” 1+1 სისტემით კონტრაქტს გააფორმებს.
თავის მხრივ, ბულგარული კლუბი ველევს მადლობას უხდის სამსახურისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს.
“ლოკომოტივის” საიტზე ასევე მოყვანილია ფეხბურთელის სტატისტიკა. ველევმა “ლოკომოტივის” მაისურით განვლილ სეზონში 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.