LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარეთი კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძისთვის, დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს

107
სოსო თოფურიძე

ბულგარეთის დევნილთა საქმეების სახელმწიფო სააგენტოს (САР) დაევალა განიხილოს საქართველოს სპეცსამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის, შუამდგომლობა დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რაზეც მანამდე მას უარი ეთქვა, – ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.

რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია სოფიის ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც მან სოსო თოფურიძის აპელაციის პასუხად გამოიტანა საქართველოში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დევნის გამო.

„დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის შესაძლო საფუძველს წარმოადგენს, ოპოზიციის წინააღმდეგ არსებული პოლიტიკური შევიწროებით, დევნითა და ძალადობით გამოწვეული შეშფოთება, ხოლო საქართველოს ხელისუფლების მიერ ექსტრადირების შესახებ განცხადება განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საერთაშორისო დაცვის კონტექსტის გათვალისწინებით“, – განაცხადა მოსამართლე ვესელა ცანკოვამ.

ცნობისთვის, პოლკოვნიკი სოსო თოფურიძე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის, დათა ახალაიას მოადგილე იყო.