LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: არ ვიცი, სოსო თოფურიძე რა ბადით მოძრაობს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ.. ყველაზე მეტად სააკაშვილის პოზიცია მაკლია

154
Untitled design (37)

სოსო თოფურიძეს არ ვიცნობ, არ ვიცი, რა ბადით მოძრაობს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, მაგრამ ზოგადად, პარტიაში ვითარების გარკვევას ვგულშემატკივრობ და თუ სოსო თოფურიძის მიერ ნასროლი ბადე ამაში დაგვეხმარება, დიდი ყურადღებით დავაკვირდები, რა მოჰყვება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, საერთოდ გაუგებარია რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“.

„არც სოსოს სურვილებისა და ვნებების შესახებ ვიცი ამ პარტიასთან დაკავშირებით.

ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილის პოზიცია მაკლია. თქვენ ჩემი უცვლელი პოზიცია იცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიხეილ სააკაშვილის პარტია და მხოლოდ მისი გადასაწყვეტია მას რას უზამს. მოვუწოდებდი, ეს პარტია დაშალოს, რადგან მისთვისაც კარგი იქნებოდა და პოლიტიკური ვითარებისთვისაც. თუ არ იშლებიან, მაშინ დროზე დალაგდნენ, რადგან არჩევნები კარს მოგვადგა და როცა ამხელა ამომრჩევლის პარტიამ არ იცის, პარტია არსებობს თუ არა, თან დაშლილია თუ არა, ეს ყველაზე ცუდი ვერსიაა. ამას ყველა სხვა ვარიანტი სჯობს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსნმა, სოსო თოფურიძემ დღეს განაცხადა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ელოდოს ჩემგან ბადის ტყორცნას, დაპირისპირება მიღებულია, ვინ ვის მართავს, საზოგადოება მალე გაიგებს“.

ამავე თემაზე:

“საერთოდ არანაირ ხელფასს არ ვიღებ პარტიაში! არანაირ 4 ტონა ბენზინს არ მყიდულობს პარტია და არათუ 12 ათასი ლარი, 12 თეთრიც არ უჯდება ჩემი გადაადგილება” – ნიკა მელია კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალდებებს პასუხობს

„აბსურდულია, როგორ შეიძლება თვეში 4 ათასი ლიტრი ბენზინი დაწვას, ანუ დღეში 100 კილომეტრს დადის?“ – „ნაციონალური მოძრაობა“ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალდებებს პასუხობს

„რანაირად უნდა დაარწმუნოს ახლა ან ჭიჭე ვაშაძემ, ან მელიამ, რომ ხალხზე გადამკვდარები არიან“ – „ოცნება“ სოსო თოფურიძის პოსტს ეხმაურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები