„ნაციონალურ მოძრაობაში“ თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების შემდეგ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს.
თოფურიძის განცხადებით, მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ ან უნდა გაჩუმებულიყო, ან დამამტკიცებელი დოკუმენტაცია უნდა წარედგინა და დაემტკიცებინა, რომ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.
როგორც თოფურიძე წერს, დაპირისპირება მიღებულია და „ნაციონალური მოძრაობა“ მისგან ჩმან ბადის ტყორცნას უნდა ელოდოს:
„პატივცემულო საზოგადოება, მოგმართავთ თქვენ, რომ გაიგოს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“!
ეს გახლავთ ნომერ პირველი ოპოზიციური ძალა და ძლიერი პოლიტიკოსები?!
გუშინ, ეს რა ცირკი, რა მარაზმი მოაწყვეს!!!
მე, ჩემს ფეისბუქ-გვერდზე დავწერე ის, რაც დავწერე!
არც პრესკონფერენცია მომიწყვია, არც ინტერვიუ მიმიცია ჟურნალისტებისთვის და არც კონკრეტული გვარები დამისახელებია, გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ვისზეც, უდავოდ, სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკოსი თუ რიგითი საზოგადოების წევრი გამოთქვამს ღიად თუ დაფარულად უკმაყოფილებას!
„ნაციონალური მოძრაობა“ ჩემს მიერ ფეისბუქში (!) დაწერილ ინფორმაციაზე ან უნდა გაჩუმებულიყო, ან პარტიის სხდომას თუ აწყობდნენ, დამამტკიცებელი დოკუმენტაცია წარედგინათ საზოგადოებისთვის და წყნარად დაემტკიცებინათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია!
ნაცვლად სიმართლისა, წარმოუდგენელი ისტერიკა მოაწყვეს და სულ უფრო მეტი დაბნეულობა შემოიტანეს საზოგადოებაში!
გამოცდილმა პოლიტიკოსმა, ბატონ რომან გოცირიძემ, კარგად აღნიშნა, რომ ხომ შეიძლება მე მცდარი ინფორმაცია დამეწერა ფეისბუქში?
დეპუტატების არაფრისმთქმელი, უაზრო ისტერიკა რა საჭირო იყო?!
ჩემს გადაგდებულ ანკესზე, ჯერ პარტიის თავმჯდომარე წამოეგო და შემდეგ რამდენიმე პოლიტიკოსი! კი ბატონო! „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ელოდოს ჩემგან ბადის ტყორცნას! დაპირისპირება მიღებულია !
ვინ ვის მართავს, საზოგადოება მალე გაიგებს! პატივისცემით, პოლიტდევნილი იოსებ თოფურიძე“, – წერს თოფურიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ თანხების არამიზნობრივ დანახარჯებთან დაკავშირებით სოსო თოფურიძემ მიმართვა გუშინ გაავრცელა.