LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარეთი უკრაინულ მარცვლეულზე უარს აღარ ამბობს

175
უკრაინა

ბულგარეთის პარლამენტმა 124 ხმით 69-ის წინააღმდეგ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა მოხსნა.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლაი დენკოვის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ამ გადაწყვეტილების გამო ადგილობრივ ფერმერებს ფინანსური პრობლემები შეექმნებათ, ხელისუფლება კომპენსაციაზე იზრუნებს.

აღნიშნულ ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ით (ყოფილი ტვიტერით) გამოეხმაურა: „ბულგარეთმა ნამდვილი სოლიდარობის მაგალითი გვიჩვენა“.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინიდან ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის ვადა ხვალ, 15 სექტემბერს ეწურება. ემბარგოს გახანგრძლივებას განსაკუთრებულად პოლონეთი ემხრობა, დანარჩენ ქვეყნებში კი აცხადებენ, რომ ბრიუსელის გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედებენ.

უკრაინული მარცვლეულის იმპორტი უკრაინის ხუთ მეზობელ ქვეყანაში 2 მაისიდან შეიზღუდა. მიზეზად ადგილობრივი ფერმერების ინტერესების დაცვა დასახელდა, ისინი – ადგილობრივ ბაზრებზე ფასების ვარდნას უკრაინული მარცვლეულის იმპორტს უკავშირებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g