LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარეთის ბიბლიოთეკას მკითხველებთან წიგნები ველოსიპედით დააქვს

117
thumb_1024x663_biblio-library-varna-fotor-2024040583833

ბულგარეთში, ქალაქ ვარნას ბიბლიოთეკა ამიერიდან მკითხველებს წიგნებს ველოსიპედით მიუტანს. ამის შესახებ the Mayor წერს.

წიგნის მიტანის სერვისის გამოყენება ახალგაზრდა დედებს და ხანდაზმულ ადამიანებს შეუძლიათ. კურიერი შერჩეულ გამოცემას სატვირთო ველოსიპედით ერთ-ერთ „საბიბლიოთეკო წერტილში“ მიიტანს. ეს წერტილები საზოგადოებრივ ადგილებშია გადანაწილებული, მაგალითად – პარკებში (მათ შორის იმ პარკებშიც, რომელიც ბიბლიოთეკიდან მოშორებით მდებარეობს).

სერვისი სეზონურად იქნება ხელმისაწვდომი, აპრილიდან ნოემბრამდე, თუმცა წიგნის მიტანა შესაძლოა ცუდი ამინდის გამო გადაიდოს.

2 წლის წინ ბიბლიოთეკამ მკითხველთა მოტივირება გადაწყვიტა, რათა მათ უფრო მეტი წიგნები აეღოთ. საქმე ისაა, რომ 2022 წლიდან ბიბლიოთეკა მკითხველებს წიგნების აღებას არასამუშაო დროსაც სთავაზობს. ამისათვის წიგნი ონლაინ უნდა დაიჯავშნოს, რის შემდეგაც მას სპეციალურ საცავში მოათავსებენ და მკითხველს ნებისმიერ დროს შეეძლება გატანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები