LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარეთმა ვაქცინაციის ქართული სერტიფიკატი აღიარა – რა შემთხვევაში შეძლებთ ქვეყანაში შესვლას

71
airplane-770x513

ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის 2021 წლის 26 ნოემბრის ბრძანების თანახმად, ქვეყანაში საგანგებო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გახანგრძლივდა 2022 წლის 31 მარტამდე. ინფორმაციას ბულგარეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბულგარეთში საქართველოდან შემოსვლის პირობები შემდეგია: საქართველო იმყოფება “წითელ ზონაში”, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბულგარეთის რესპუბლიკას აღიარებული აქვს ვაქცინაციის ქართული სერტიფიკატი, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გავლილი აქვთ ვაქცინაციის სრული კურსი, გადატანილი აქვთ კოვიდი და აქვთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან გააჩნიათ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტი უარყოფითი შედეგით, შეუძლიათ ქვეყანაში შემოსვლა, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ტრანზიტულად გავლა დაშვებულია, თუ კი ისინი დაასაბუთებენ, რომ ქვეყანას დატოვებენ შესვლიდან მოკლე ვადაში და მხოლოდ ტრანზიტის მიზნით შედიან მასში.

აღნიშნულ შემთხვევაში COVID-თან დაკავშირებული რაიმე საბუთის წარდგენა არ მოითხოვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g