LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარეთში ეკოლოგიური ციხეები გაჩნდება

122
photo_verybig_223796

ბულგარეთში გაჩნდება ციხეები, სადაც პატიმრებს გარემოზე ზრუნვას ასწავლიან. ახალ დაწესებულებებს არსებული ციხეების ბაზაზე შექმნიან, წერს გამოცემა Novinite.

მსოფლიოში პირველი „მწვანე“ ციხე 2009 წელს ნორვეგიაში გაჩნდა. ასეთ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრები საკვები პროდუქციის დიდ ნაწილს თავად აწარმოებენ, ნარჩენებს ახარისხებენ, გადაამუშავებენ და ბევრს მუშაობენ მავნე გამონაბოლქვის შემცირებაზე. „მწვანე“ ციხეებში ბაღებსა და პარკებსაც აშენებენ.

გარდა ამისა, ასეთ დაწესებულებებში ელექტროენერგიის ნაცვლად ალტერნატიულ ენერგიებს მოიხმარენ.

ეკო-ციხეების შექმნის მიზანი – პატიმრებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება და თანამედროვე ცხოვრებისთვის მომზადებაა.
აღსანიშნავია, რომ ბულგარეთში ციხეებს ნორვეგიული მაგალითის გამოყენებით შექმნიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები