LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარეთში ექიმთან პროფილაქტიკური კვლევის გაცდენა ჯარიმით დაისჯება

117
screening-tests_banner

ბულგარეთში ექიმთან გეგმურ ვიზიტზე არ გამოცხადებისთვის ადგილობრივებს ფულის გადახდა მოუწევთ. ინიციატივის ავტორი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროა.

ამ გზით ხელისუფლებას სურს, რომ ბულგარელებს მეტი მოტივაცია მისცეს პროფილაქტიკას სერიოზულად მიუდგნენ, რამეთუ ნებისმიერი დაავადება, საწყის სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობას უფრო ადვილად ექვემდებარება. სამინისტროს ინფორმაციით, გეგმურ კვლევებზე ყოველწლიურად მხოლოდ  ბულგარელთა 40% თუ დადის.

ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, პროფილაქტიკურ კვლევაზე არ გამოცხადება, ან ვაქცინაციაზე უარის თქმა 50-დან 100 ლევამდე ჯარიმას ითვალისწინებს. ქცევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 100-დან 200 ლევამდე იზრდება. თუმცა, ფაქტობრივად ასეთი ჯარიმები აქამდე არავის მიუღია.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მოქალაქეთა დაჯარიმება მედიკოსთა მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყება.

ამასთან, იმ ადამიანებს ვინც საჭირო გამოკვლევებს რეგულარულად გადის, ჯანდაცვისთვის დაწესებულ გადასახადებს შეუმცირებენ.

საინტერესოა, რომ ექიმთან კონსულტაციაზე ყველაზე ხშირად უნგრეთის და სლოვაკეთის მაცხოვრებლები დადიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები