ერთი კვირაც არ გასულა მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა ჯგუფმა Coldplay, კომპოზიციაზე Cry Cry Cry ახალი კლიპი გაავრცელა. ნამუშევარმა გამოსვლისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ კლიპის რეჟისორი, ჯგუფის ფრონტმენის, კრის მარტინის შეყვარებული დაკოტა ჯონსონია.
პრემიერა: Coldplay-ს ახალი ვიდეოკლიპის ავტორი, კრის მარტინის შეყვარებული, დაკოტა ჯონსონია
საოცარი ქორეოგრაფია, ხარისხიანი გრიმი, რომანტიკული კომპოზიცია და დრამატული სიუჟეტი, ვიდეორგოლის ავტორი, კრის მარტინის შეყვარებული და მსახიობი, დაკოტა ჯონსონია
ახლა კი ჯგუფი მორიგ ნამუშვარს ავრცელებს. სიმღერაზე Champion of the World გადაღებული კლიპი საოცრად შინაარსიანია. მასში ჯგუფისთვის დამახასიათებელი ჩვეული სიურეალიზმის დეტალებია გამოყენებული. კრის მარტინი სკოლის მოსწავლის როლში გვევლინება, რომელიც ბულინგის მსხვერპლია.
სიმღერა მუსიკალური კოლექტივის ორმაგ ალბომში Everyday Life არის წარმოდგენილი, რომელიც 2019 წლის ნოემბერში გამოვიდა.