ბუნდესლიგა 4.64 მილიარდ ევროს იშოვის სატელევიზიო უფლებების გაყიდვიდან და ამით მხოლოდ ინგლისურ პრემიერლიგას ჩამორჩება.
გერმანული კლუბების შემოსავალი 85%-ით გაიზრდება.
ახალი შეთანხმება გუნდებს და წამყვან ევროპულ ტელეკომპანიებს შორის 2017/18 წლების სეზონიდან ამოქმედდება და ოთხ სეზონზეა გათვლილი – 2021 წლამდე. შემოსავალი კლუბებს შორის განაწილდება.
სარეკორდო კონტრაქტი ტელეუფლებების გაყიდვით პრემიერლიგას ეკუთვნის – 6.8 მილიარდი ევრო სამ სეზონში.
