„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.
გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებითვე, მმართველი გუნდი მზადაა რიგგარეშე არჩევნები არა ხმათა 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დანიშნოს.
მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების“ კეთილი ნება იქნება იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევა აჩვენებს, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია.
„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ შეაფასა.
„ამოწურა თუ არა მიშელის დოკუმენტმა თავი ეს ერთი მხარეა, მეორე მხარეა რამდენად მომგებიანი იქნება ხელისუფლებისთვის ამ დოკუმენტიდან გასვლა.
აზრთა სხვადასხვაობა იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
ხელშეკრულებიდან გასვლა, თუ უფრო სხვა მიზანს არ ემსახურება და სხვა რამ განზრახული არ არის, რა თქმა უნდა, არ არის მომგებიანი. ამიტომ ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, ხომ არ უკავშირდება დოკუმენტიდან გასვლა „ქართული ოცნების“ მხრიდან 43%-ის აღებას?
მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა გიორგი გახარია, რომლის ელექტორატი, ძირითადად, „ქართული ოცნების“ ყოფილი ელექტორატია, ამ კითხვას შეიძლება ჰქონდეს საკმაოდ მაღალი ლეგიტიმურობა.
მე ვერ გეტყვით, რა რეიტინგი აქვს გახარიას, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით, „ქართულმა ოცნებამ“ როგორც ჩანს გადაწყვიტა, გავიდეს ამ შეთანხმებიდან.
შანსი არ ჰქონდათ 43%-ის! ეს არის უარის თქმა ევროპაზე, ამერიკაზე, ყველა ჩვენს პარტნიორზე, თითოეულ ადამიანზე: სამნიძე
"ესაა მათი მიზანიც - სრული ნიჰილიზმი, კონტროლი, განადგურება დემოკრატიის! არავის არ გასვლია ეს ამ ქვეყანაში! ეს ნუ დაგვავიწყდება, ვერ შეძლებენ!" - წერს სამნიძე "ფეისბუქში".
ყოველ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ დარჩა ხელშეკრულების გარეთ, ეს საბაბად შეიძლება იქნას მხოლოდ გამოყენებული, ვნახოთ რა რეაგირება იქნება ჩვენი პარტნიორების მხრიდან.
„ფორტუნას“ კითხვაზე რამდენად მოსალოდნელია სანქციები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ვახტანგ ძაბირაძემ აღნიშნა, რომ სანქციები მოსალოდნელი არ არის.
„პოლიტიკა იმდენად რადიკალურად უნდა შეიცვალოს, რომ სანქციებზე სერიოზული ლაპარაკი დაიწყოს, ჩვენ ვხედავთ რა ხდება ბელორუსიაში და იქაც კი, გლობალურ სანქციებზე არაა ლაპარაკი.
არ იქნება სანქციები გარწმუნებთ, შეიძლება იყოს ზეწოლა, იქნება მკაფიო განცხადებები, სანქციები არ იქნება, ტყუილია ეს.
„ფორტუნას“ კითხვაზე, რა პოზიცია უნდა ჰქონდეს ოპოზიციას, როდესაც საუბარი მიდის პარლამენტის დატოვებაზე და არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებაზე, ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა:
“რასაც ელოდება „ქართული ოცნება“ იმას ვერ მიიღებს…ოპოზიციის ლიდერები შეხვედრის რეჟიმში იმყოფებიან ამჟამადაც” – ირაკლი კუპრაძე
“ოპოზიციის მთავარი შეცდომა იყო, რომ ერთიანობა დასვა ამოსავალ წერტილად, ეს შეიძლება იყოს ნაციონალური მოძრაობის სურვილი, მაგრამ არამგონია წვრილი პოლიტიკური ძალებისთვის ეს მომგებიანი ყოფილიყოს.
ოპოზიციამ უნდა განსაზღვროს და იმსჯელოს პირველ რიგში ქართულ საზოგადოებაში რა განწყობები და რა მოთხოვნილებებია, რას ელის ხალხი ოპოზიციისგან?
თუ ხალხი ოპოზიციისგან ელის რევოლუციას, ქუჩის აქციები მაშინ არის მისწრება, მაგრამ თუ ხალხი ელის სტაბილურობას, მაშინ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს.ვინ იქნება ბოიკოტის მსურველი? მხოლოდ 2 და 3 პარტია, მეტი არა, ანუ არ შედგება ეს ბოიკოტი. ოპოზიცია რამდენსაც „ილაყბებს“ იმდენად დაკარგავს ქულებს და ამომრჩეველს.
ამიტომ ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს რა უნდა ბოლოს და ბოლოს და იმუშაოს იმაზე, თუ რას ითვალისწინებს ქართველი ამომრჩევლის ინტერესი, მაშინ მივა ოპოზიცია იქამდე, რომ რეალურად შეაფასოს არსებული ვითარება.“-განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „ფორტუნას“ეთერში.