LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს

100
koba

„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.

მისივე განმარტებით, 19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება მათი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპიობას მათ ამომრჩეველი არ აპატიებს.

“19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება.”

აქვე, პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნები, მათივე კეთილი ნებით, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნება