LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » 19 აპრილის შეთანხმება

19 აპრილის შეთანხმება

“ლელო” მოუწოდებს “ქართულ ოცნებას” შარლ მიშელის შეთანხმებას დაუბრუნდეს – პარტიამ 5-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

"ეს ყველაზე ნათელი პოზიტიური გზავნილი იქნება ევროკავშირისთვის დარჩენილ მოკლე დროში, ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე" - აცხადებენ პარტიაში.

19 აპრილის შეთანხმება რომ განეხორციელებინა ქართულ ოცნებას, ახლა გაცილებით უფრო მაღალი იქნებოდა ჩვენი შანსები: ანა ნაცვლიშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე

რას უნდა აკეთებდეს და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით? - აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ფორტუნას“ ეთერში პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა.

ველოდებით “ოცნების” 19 აპრილის შეთანხმების ფორმატში დაბრუნებას, სხვა შემთხვევაში ეს განაცხადი აფიორა იქნება: მამუკა ხაზარაძე

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გაკეთებულია, "ქართული ოცნება" გამოსულია 19 აპრილის შეთანხმების ფორმატიდან.

ჰარცელი „მიშელის შეთანხმებაზე“: სამწუხაროა, რომ ყველა ვალდებულება არ შესრულდა – ეს რეფორმები, საქართველოს სჭირდებოდა

„ევროკავშირი ყოველთვის იქნება საქართველოს მხარეს. ჩვენ არ დავიღლებით და არ ჩავიქნევთ ხელს, მაგრამ კონსოლიდაცია ქვეყნისა უნდა მოხდეს საქართველოსა და ქართველების მიერ“, - თქვა ელჩმა.

ბორელი – მნიშვნელოვანია, მთავრობამ და ოპოზიციამ, დეესკალაციას და რეფორმების კონსტრუქციული დღის წესრიგის შესრულებას ერთად შეუწყოს ხელი

"ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას შეფერხებულ სასამართლო და საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით, რაც არის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების არსი" - აღნიშნულია ბორელის მიმართვაში.