მზად ვართ ჩვენი კეთილი ნებით, არათუ ხმების 43%-ით არამედ 53%-ის მიღბის შემთხვევაშიც დავნიშნოთ რიგგარეშე არჩევნები.
ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“თუკი ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს, ასეთ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვთარებულ ქვეყნებშია დამკვიდრებული.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ
როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა 100 დღის მანძილზე ხელი არ მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, რითაც ძირი გამოუთხარა დოკუმენტის მიზანს, შეამციროს პოლიტიკური პოლარიზება