ბუნებრივი აირის ტარიფი უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც შემცირდა. საუბარია „ყაზტრანსგაზის“ აბონენტებზე.
ტარიფი 0.014 თეთრით შემცირდა. როგორც სემეკში აცხადებენ, გაზის ტრანსპორტირების ღირებულება შემცირდა მცირედით და სწორედ ამან გამოიწვია სამომხმარებლო ტარიფის კლება.
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მოქმედი ტარიფი 46.154 თეთრია, სემეკ-ის პროექტის მიხედვით კი 2019 წლის 1 იანვრიდან 46.139 თეთრი უნდა გახდეს.