LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიცვლება თუ არა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფი – დავით ნარმანიას პასუხი

59
ნარმანია

მარეგულირებელი კომისია დეკემბრის თვეში ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს დაადგენს, რადგან არსებულს სწორედ დეკემბერში გასდის ვადა, თუმცა ზრდა მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმა დავით ნარმანიამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ტარიფებს, ისინი რჩება უცვლელი. ელექტროენერგიის სექტორში აგვისტოში დავადგინეთ ტარიფები და ამ შემოდგომა -ზამთარში იქნება უცვლელი, ბაზის გახსნამდე მოქმედი ტარიფები დავტოვეთ ძალაში. დეკემბერში მარეგულირებელი კომისია დაადგენს ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს, ვინაიდან მოქმედ ტარიფებს დეკემბრის ბოლოს ეწურება ვადა, თუმცა არსებული კურსის პირობებში, ჩვენ ზრდას ამ ნაწილში არ ველოდებით“, – განაცხადა ნარმანიამ.

ნარმანიას განცხადებით, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მოხმარება იმატებს. ზაფხულის სეზონთან შედარებით, ზამთრის სეზონში 15-16%-ით მეტია ელექტროენერგიის მოხმარება, ხოლო რაც შეეხება ბუნებრივი აირის მოხმარებას, 5-ჯერ უფრო მეტია ზამთრის პერიოდში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები