ისტორიკოსებს ხშირად ადანაშაულებენ, რომ რეალურ ფაქტებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ამახინჯებენ. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ნებისმიერი მოვლენა ყოველთვის ამა თუ იმ მითთან ერთად მოიხსენიება.
ფოტოგრაფმა ბრაიდი მაკამ, რომელიც 80-იან წლებში მოღვაწეობდა, საინტერესო ფოტომასალა შემოინახა, საიდანაც ჩანს, რომ სილამაზის სტანდარტები და კანონები დროთა განმავლობაში მკვეთრად იცვლება.
პირველი, რასაც ყურადღება ექცევა – ბუნებრიობაა. რეალური სილამაზე საზოგადოებას უკვე დაავიწყდა, თუმცა რიგით გოგონებსა და ქალებში, რომლებიც ქუჩაში მრავლად დადიან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ, ის ჯერ კიდევ შემორჩა.
ფოტოებზე კი, რომლებსაც ქვემოთ გთავაზობთ, სილიკონიან სხეულს, მკვეთრ და ხშირად ვულგარულ მაკიაჟს და ბოტოქსისგან შეცვლილ მიმიკას ვერ დაინახავთ.