LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბუნებრივია, ჩვენ ამას სერიოზულად არც ვუყურებთ” – „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს

101
kaxiani

“ქართული ოცნება“ ოპოზიციის მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს.

ამის შესახებ უმრავლესობის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განაცხადა.

ოპოზიცია ხელისუფლებას 3 მოთხოვნას უყენებს

„მათი უფლებაა, რომ კანონის და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოაწყონ საპორტესტო აქციები და მათი უფლებაა აბსურდული მოთხოვნები დააყენონ ამ აქციებზე. თუმცა, ბუნებრივია, რომ ჩვენ ამას სერიოზულად არც ვუყურებთ. იმედი მაქვს, ისინი ძალიან მალე თავადვე გაათვითცნობიერებენ თავიანთი მოთხოვნების აბსურდულობას და მიხვდებიან, რომ პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდებიან. იმედი მაქვს, დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს და მოგვიანებით საპარლამენტო ცხოვრებას“, – განაცხადა კახიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g