LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუნებრივია, ჩვენ ვეტოს დავძლევთ – მამუკა მდინარაძე

117

„ბუნებრივია, ჩვენ ვეტოს დავძლევთ,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

კომიტეტზე კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილეს.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებიდან ოთხი არის, რომელსაც პრაქტიკულად ჩვენც ვეთანხმებით. აქ საუბარია ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ საკითხებზე. დანარჩენი ორიდან ერთი შეეხება ჩვენი ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ მომავალს და მეორე არის იურიდიული აბსურდი,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g