გასულ კვირას ბუქარესტში ღია ქუჩის ფესტივალის პირველი ღონისძიება გაიმართა, ფესტივალი თითქმის ყოველ უქმეებზე ჩატარდება, თანაც ოქტომბრის ბოლომდე, წერს The Mayor.
ფესტივალი მერიის მიერაა ორგანიზებული და ყოველ კვირას სხვადასხვა ლოკაციებზე იმოგზაურებს, დაიწყება ქალაქის ცენტრიდან და თანდათან მეზობელი უბნებისკენ გადაინაცვლებს.
ეს ღონისძიება საუკეთესო შესაძლებლობა იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც შვებულების გატარება ქალაქში მოუწევს. გარდა ამისა, ყოველ კვირა შეცვლილი ლოკაცია ადგილობრივებს სამეზობლოში მეტი საინტერესო ადგილის აღმოჩენის შესაძლებლობას მისცემს.
ქალაქის მერის ინფორმაციით, პირველ ღონისძიებას 30 ათასი ადამიანი ესწრებოდა.