LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბურბუ”- ბაზარზე სიმინდის ბურბუშელის ახალი ბრენდი გამოჩნდა

695

შპს ”მაკნატუნამ” სიმინდის ბურბუშელის წარმოება დაიწყო. ”ბურბუ” ახალი ბრენდია, რომელიც სარეალიზაციო ქსელში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა  დავით ფხაკაძემ განუცხადა, ”ბურბუს” ბრენდით ამ ეტაპზე სამი სახეობის ბურბუშელა გამოდის, ესენია – შოკოლადის, ნაღების, ასევე არაჟნისა და ხახვის მიქსით მიღებული ბურბუშელა.

”ბურბუს” აღნიშნულ სახეობებს ვაპირებ კიდევ  რამდენიმე ვერსია დავამატოთ – ბეკონის ”ბურბუ”, ”ბარბექიუს”,  ჩილის და სხვა… რაც მთავარია, ჩვენი  პროდუქცია არის 99%-ით ნატურალური და უსაფრთხო  ჯანმრთელობისთვის. მზადდება სიმინდის ბურღულისგან, შემდეგ კი ემატება შაქრის ფხვნილი, რძის ფხვნილი,  მარილი, ზეთი და არომატიზატორები, რომლებიც ასევე უმაღლესი ხარისხისაა”, – განმარტა შპს ”მაკნატუნას” დამფუძნებელმა.15050451_1314887091878154_656810934_n

მისივე ინფორმაციით, ახალი პროდუქციის ღორებულება 1 ლარია და ”ბურბუს” ყიდვა მომხმარებელს სრულიად საქართველოს მასშტაბით, დიდ  სავაჭრო ქსელებში შეუძლია.  როგორც დავით ფხაკაძემ აღნიშნა, ”ბურბუ” ქართულ ბაზარზე, ფაქტობრივად, ინოვაციური პროდუქტია და მას კონკურენტები არ ჰყავს.

ცნობისთვის, ”ბურბუს” მწარმოებელი მცირე საამქრო ქუთაისში, შპს ”მაკნატუნას” საწარმოს ტერიტორიაზე ერთი თვის წინ მოეწყო. საამქროში უმაღლესი ხარისხის ჩინური დანადგარები დამონტაჟდა, ადგილზე კი 10 ადამიანი დასაქმდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g