მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე, რომელიც ერთ დროს ქართულ პოლიტიკაში აქტიურად იყო ჩართული და საკუთარი პარტიაც ჰქონდა, ამბობს, რომ სააკაშვილმა და ივანიშვილმა ადგილსამყოფელები უნდა გაცვალონ.
ამის შესახებ ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს:
„სამწუხაროა, როდესაც მსოფლიო, ყოველ წუთს, უკეთესობისკენ იცვლება, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი თავდაყირა გვაქვს.
არადა ამის გამოსწორების მარტივი ფორმულა არსებობს:
ივანიშვილმა და სააკაშვილმა ერთმანეთს ადგილსამყოფელები უნდა გაუცვალონ.
ეს გარდაუვალია! მთავარია მალე მოხდეს,რომ გვიან არ იყოს.“- წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.