LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბურჭულაძის მეუღლე, ანჟელა ვასილენკო ფონდში დასაქმებული იყო და ის კონცერტების ორგანიზატორი იყო – ადვოკატი

123

ფონდ “იავნანას” დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის ინფორმაციით, ბურჭულაძის მეუღლე, ანგელა ვასილენკო ფონდში დასაქმებული იყო და ის კონცერტების ორგანიზატორი იყო – ეს განცხადება ბარათაშვილმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც ფონდი “იავნანას” სამომავლო გეგმებზე ისაუბარეს.

ადვოკატის თქმით, ხელფასის სახით რასაც ვასილენკო ყოველთვიურად იღებდა, დეტალურადაა დოკუმენტაციაში აღწერილი. რაც შეეხება ანგელა ვასილენკოს დაკითხვას, ადვოკატის თქმით, პირი, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, მოწმის სახით დაკითხვას არ ექვემდებარება.

“არა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, არამედ სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო განაწესის შესაბამისად უნდა მოხდეს მისი დაკითხვა. საგამოძიებო მხარემ ამ შემთხვევაში მას უნდა გადაუხადოს მგზავრობის ხარჯი და ყველაფერი, რაც ანაზღაურებას ექვემდებარება. ეს ყველაფერი არის გამოქვეყნებული. ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში, ქალბატონი ანჟელა მზად იყო საქართველოში ჩამოსვლისთვის. მაშინ გამოძიებამ საჯაროდ განაცხადა, რომ აღარ აინტერესებდა ანჟელა ვასილენკოს დაკითხვა და როცა საქართველოში ჩამოვიდოდა, მაშინ დაკითხავდნენ. ანჟელა იყო ჩამოსული, მივიდა გამომძიებელი, მაგრამ ვასილენკომ დააფიქსირა, რომ 8 ოქტომბერს მივიდოდა სასამართლოში. ახლაც ძალიან ხშირად ისმის მისი ეს განცხადება და ყველაფერი მან წერილობითაც დააფიქსირა. რატომღაც ამის შემდეგ გამომძიებელი მისი ხელმძღვანელის დავალებით აცხადებს, რომ სასწრაფო წესით ჩაინიშნოს სასამართლოში მოწვევის მეორე პროცესი,” – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

ადვოკატის თქმით, ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ შავ პიარს.

“ახლა ვაცხადებ საჯაროდ, ქალბატონი ანჟელა 8 ოქტომბერს გამოცხადდება სასამართლოში. იმისთვის, რომ დაიკითხოს სასამართლოში, გამომძიებელმა შუამდგომლობით სასამართლოს უნდა მიმართოს 7 ოქტომბერს,” – განაცხადა ადვოკატმა. რაც შეეხება ფონდიდან სასტუმროებისთვის 40000 ლარის დახარჯვას, ადვოკატის თქმით, პაატა ბურჭულაძეს  უცხოეთში ყოფნის დროს არ დაუხარჯავს თანხა სასტუმროებისთვის პირადი მიზნით. როდესაც მასთან სტუმრად ჩადიოდნენ მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები, ხოლო პაატა ბურჭულაძეს არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარ სახლში მიეღო ეს ადამიანები, იღებდა სასტუმროში. ამ ყველაფერში გაიხარჯა ეს თანხა,” – განმარტავს ადვოკატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g