LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბურღვა-აფეთქების გამო გამოწვეული ხმაური გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება“ – მერია მოსახლეობას აფრთხილებს, მესტიაში აფეთქებები ჰესის მშენებლობას უკავშირდება

131
ფორტუნა - 2023-08-25T124732.588

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „მულხურა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლატაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში დაზვერვითი ბურღვა-აფეთქების სამუშაოები მიმდინარეობს რის გამოც, ხმაური გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება.

მერიის ცნობით, ჰესის სიმძლავრე 45 მეგავატი იქნება:

„მოსახლეობის საყურადღებოდ!

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 45,0 მგვტ სიმძლავრის „მულხურა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები. ამასთან დაკავშირებით დაზვერვითი ბურღვა-აფეთქების გამო გამოწვეული ხმაური გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება.

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართა 20-21 ივლისს დაბა მესტიაში ლენჯერსა და ლატალში. აქედან გამომდინარე მოსახლეობა მაქსიმალურად იქნა ინფორმირებული აღნიშნული ჰესის მშენებლობის შესახებ.

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვების შესახებ ინფორმაცია ასევე განთავსდა მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე (იხ. ლინკი – bit.ly/3EgVcQc) და ოფიციალურ ვებ. საიტზე (იხ. ლინკი – http://mestia.gov.ge/ge/node/1841/). სკოპინგის ანგარიში თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ასევე განთავსებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე (იხ. ლინკი – https://nea.gov.ge/Ge/GZSH/6061). ასევე განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე. (იხ. ბმული – http://ei.gov.ge/ ).

 

 

?მოსახლეობის საყურადღებოდ!

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში…

Posted by მესტიის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Mestia Municipality on Friday, August 25, 2023

 

 

ჩვენი მოწოდებაა ადგილობრივი მოსახლეობა უფრო აქტიურად ჩაერთოს საჯარო განხილვების პროცესში.“ – აღნიშნულია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მერიის საიტზე ატვირთული დოკუმენტაციის მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდ. მულხურაზე გაგემავს, 45 მგვტ დადგმული სიმძლავრის, მდინარის ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე, „მულხურა ჰესი“-ს მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელებას შპს „აი ჯი ენერჯი“ გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები