ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ „ბუსტერიდან 3 თვის განმავლობაში 90%-იანი გარანტიაა, რომ ჰოსპიტალში არ მოხვდები“. როგორც „ფორმულას“ ეთერში კულუმბეგოვმა განმარტა, ომიკრონის შეხვედრის ალბათობა ბუსტერიზაციის შემდგომ შემცირებულია და 75%-იანი ეფექტურობა აქვს, მაშინ, როდესაც 2 დოზის შემდეგ ეფექტურობა 30-დან 50%-მდეა.
„ომიკრონის შეხვედრის ალბათობა ბუსტერიზაციის შემდგომ არის შემცირებული, 75% ეფექტურობა აქვს, მაშინ, როდესაც 2 დოზის შემდეგ ეს არის 30-დან 50%-მდე. სამი თვის განმავლობაში ბუსტერის შემდგომ ადამიანს 90%-იანი გარანტია აქვს, რომ ჰოსპიტალში არ მოხვდება და სახლის პირობებში გადაიტანს ინფექციას, რაც არ უნდა რისკის მატარებელი იყოს ასაკით, ქრონიკული დაავადებებით და ა.შ. 90 დღის განმავლობაში არის და შემდგომ 5%-ით მცირდება“, – განმარტა კულუმბეგოვმა.
პაატა იმნაძე: თბილისში, კორონავირუსის შემთხვევების 80% „ომიკრონია“