LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუტა რობაქიძის დედა: სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი! რა განთავისუფლება? ისე არ მოხდეს, რომ მართლა მთელი საქართველო გამოვიდეთ

385
ია მეტრეველი

“სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი! რა განთავისუფლება? ისე არ მოხდეს, რომ მართლა მთელი საქართველო გამოვიდეთ და არ დავუშვათ სააკაშვილის გარეთ გამოსვლა, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება და ის თავის დანაშაულებზე პასუხს აგებს .” – ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა განაცხადა.

როგორც მეტრეველმა აღნიშნა, სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მიერ მასნაირად განადგურებული და გაუბედურებული ოჯახები ძალიან ბევრია და ელდებოდა, რომ როდისმე დადგებოდა სამართალი, თუმცა მისი თქმით, სამართლიანობის აღდგენამ ძალიან დააგვიანა:

“ნადვილად ძალიან ემოციური დღეებია ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის. სამწუხაოდ, სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მიერ ჩემნაირი განადგურებული და გაუბედურებული ოჯახები ძალიან ბევრია. ნამდვილად ველოდებოდი, რომ როდისმე დადგებოდა სამართალი, თუმცა ძალიან დაიგვიანა ამ სამართლიანობის აღდგენამ.

მაგრამ, რადგან ეს მოხდა და ვაჟბატონი იმყოფება ციხეში, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი და ემოციურია. ყველას კარგად ახსოვს, 19 წლის უდანაშაულო ბავშვი როგორ მომიკლეს. ძალიან მიკვირს, განცვიფრებული ვარ, რომ მეორე ტური დაგვჭირდა. სააკაშვილი თავის საქციელებზე პასუხისმგებელი უნდა იყოს. ყველაფერი, რაც ხდებოდა, ეს იყო სააკშვილის ბრძანებით, ეს იყო დანერგილი, რომ შიშით შეეპყროთ მთელი საქართველო და რასაც ეტყოდნენ, ის შეესრულებინათ. ჩემს შვილზეც ასე მოიქცნენ, ხმა რომ არავის გაეღო, ბანდიტად გამომიცხადეს შვილი.

დიდი იმედი მაქვს, რომ მას ყველაფერზე აგებინებენ პასუხს. ექვსი წელი არ ვიცი, რა არის, მას იმდენი დანაშაული აქვს. ჩვეულებრივ ციხეში უნდა იყოს, ისეთში კი არა, თვითონ რომ ქონდათ და აწამებდნენ ხალხს, მაგრამ არავითარ ფუფუნებაში, ის არის ყველაფრის ღირსი.” – განაცხადა მეტრეველმა.

მან მადლობა გადაუხადა ძალოვან სტრუქტურებს და პრემიერ-მინისტრს, რომ საზოგადოებას თავიდან ააცილა ის საშინელი პროვოკაცია, რასაც სააკაშვილი ამზადებდა:

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ძალოვან სტრუქტურებს და პრემიერ-მინისტრს, რომ თავიდან აგვაცილეს საშინელი პროვოკაცია, რასაც ამზადებდა სააკაშვილი. ის ითხოვდა ოპოზიციური პარტიებიდან ხალხის დახოცვას; ვიცით, ადამიანების სიკვდილი მათთვის არაფერს წარმოადგენს. მოკლავდნენ რამდენიმე კაცს, რომ დაებრალებინათ ხელისუფლებისთვის და აქ იქნებოდა საშინელი არეულობა, მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ და იქნებოდა საშინელი ამბავი, ძალიან სერიოზულ პროვოკაციას ავცდით და დიდი მადლობა ხელისუფლებას, რომ ეს ყველაფერი გაირკვა, გადავრჩით და ავიცილეთ.

ხელისუფლებას მივმართავ, ერთხელ და სამუდამოდ, ეს კაცი დასაჯონ ისე, რომ მას ბოროტების კეთება აღარ შეეძლოს; ასევე, მისი თანამზრახველები. რომ შემოვიდა რამდენიმე დღით, ხელისუფლებამ იცოდა და თვალყურს ადევნებდა. არავითარი უკრაინა, მან უნდა მოიხადოს სასჯელი. ისე არ მოხდეს, რომ მართლა მთელი საქართველო გამოვიდეს და არ დავუშვათ მის გარეთ გამოშვება.” – თქვა ია მეტრეველმა.

შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლეს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა, რასაც გარდაცვლილის ოჯახის წევრების, მისი ახლობლების და საზოგადოების მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა.

magti 5g