საფრანგეთში 80 წლის მამაკაცმა ბუზის მოგერიების მცდელობისას ნახევარი სახლი ააფეთქა.
იგი სადილობას აპირებდა,როდესაც მის გარშემო მოზუზუნე ბუზმა გააღიზიანა.
მან ელექტროჩოგანი აიღო, რომელიც მწერების მოსაკლავადაა გამიზნული და ბუზის მოგერიება სცადა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, სახლში ბუნებრივი აირის ბალონი ჟონავდა.
ელექტროჩოგნისა და ბუნებრივი აირის ურთიერთქმედებამ აფეთქებამ გამოიწვია, რამაც სამზარეულო გაანადგურა და ნაწილობრივ დააზიანა სახურავი.
მამაკაცმა გაქცევა მოახერხა და ამ სიტუაციიდან მხოლოდ ხელის დამწვრობით გამოძვრა.
