LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BYD-მ ბლოგერს სასამართლო მოუგო – ცილისწამებისთვის 2 მილიონი იუანის გადახდა დაეკისრა

102
ქირიას NEWS შაბლონი (6)

BYD-მ ჩინეთში კიდევ ერთი ხმაურიანი სასამართლო პროცესი მოიგო. ელექტრომობილებზე მომუშავე ბლოგერს, რომელიც სოციალურ ქსელებში Long Ge Talks EVs-ის სახელით იყო ცნობილი, სასამართლომ ცილისწამებაში დასდო ბრალი და 2 მილიონი იუანის, დაახლოებით 290 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.

ბლოგერი BYD-ის ელექტრომობილებზე ვიდეოებს აქვეყნებდა, სადაც, სასამართლოს შეფასებით, არასწორ და დამაზიანებელ ინფორმაციას ავრცელებდა. საქმე ეხებოდა ელექტრონიკას, ბატარეებს, ძრავებსა და მართვის სისტემებს.

სასამართლომ დაადგინა, რომ კონტენტი ზიანს აყენებდა როგორც თავად BYD-ის, ისე კომპანიის კონკრეტული მოდელების რეპუტაციას.

ბლოგერმა თავდაპირველი გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა აპელაციაც წააგო. მოგვიანებით მან საჯაროდ მოიხადა ბოდიში და აღიარა, რომ მის ვიდეოებში „შეუფერებელი და მცდარი განცხადებები“ იყო გამოყენებული.

ეს BYD-ისთვის მსგავსი ტიპის პირველი გამარჯვება არ არის. იანვარში კომპანიამ კიდევ ერთი ბლოგერის წინააღმდეგ მოიგო საქმე, რომელმაც FangChengBao 5-ის ტესტირების შემდეგ განაცხადა, რომ ავტომობილს საწვავის არანორმალურად მაღალი ხარჯი ჰქონდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ გაზრდილი მოხმარება თავად ავტორის აგრესიულმა მართვის სტილმა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები