Cadillac ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი ახალი სერიული ავტომობილის მიმართ ინტერესი გააღვივოს. პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე კომპანიამ ახალი თიზერი გაავრცელა.
გამოსახულებაზე ჩანს ნაწილი, საიდანაც ელექტროქარი იმუხტება. იმისათვის რომ ეს ნაწილი გამოჩნდეს, იქვე მოთავსებულ ღილაკზე თითის დაჭერაა საჭირო. თიზერში გამოჩნდა ასევე საბურავის დისკები, რომელმაც საკმაოდ რთული დიზაინი მიიღო.
Cadillac Lyriq საკმაოდ მასშტაბურ, სპეციალურად ელექტროქარებისთვის შექმნილ პლატფორმაზეა აგებული. კროსოვერი 200 კილოვატ-საათიანი ელემენტითაა დაკომპლექტებული. სალონში 33 დიუმიანი დისპლეი დაამონტაჟეს და ის მულტიმედიურ სისტემასა და ნავიგატორზე აგებს პასუხს.
და ბოლოს, კომპანია ონლაინ-პრეზენტაციისთვის ემზადება, კროსოვერის ბაზარზე გამოტანა კი მომავალ წლამდე არ იგეგმება.