საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლას “ქართული ოცნების” დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი ეხმიანება.
შსს: ივნისის თვეში საქართველოში რუსეთის 135 457 მოქალაქე შემოვიდა
როგორც ცაგარეიშვილი ამბობს, ისინი პუტინის რეჟიმს გამოექცნენ და საქართველო მათთვის თავშესაფარი გახდა:
“ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან სავიზო რეჟიმი რომ შემოგვეღო და დიდი კედელი აგვეშენებინა, საქართველოში ვერ შემოვიდოდა საკუთარი ქვეყნებიდან, ფაქტობრივად, დევნილი ათასობით რუსი და ბელარუსი მოქალაქე, ეს ადამიანები იქიდან შეიძლება ცოცხლები ვერ გამოსულიყვნენ.
უამრავი რუსი პუტინის ავტოკრატიულ რეჟიმს გამოექცა. საქართველოში შემოსული ე.წ. ტურისტების თითქმის 90% ახალგაზრდა ადამიანები არიან – IT სფეროდან, ასევე კულტურისა და სხვა სფეროებიდან. ისინი რუსეთის ფედერაციიდან მოკვეთილები არიან. მათი დიდი ნაწილი ქვეყნიდან გავიდა, ნაწილი დარჩა, აქ საქმიანობს და გადასახადებს იხდის.
საქართველო მათთვის ერთადერთი თავშესაფარი გახდა. სხვათა შორის ძალიან ბევრი ოპოზიციური არხის ჟურნალისტი საქმიანობს. გახსნეს სტუდიები და მაუწყებლობენ იუთუბარხებზე პირდაპირი ეთერით”, – თქვა ცაგარეიშვილმა.