LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მედვედევს, დუგინს რაც მოსწონს – ჩვენ ავტომატურად, უკითხავად, უსიტყვოდ არ მოგვწონს, 2×2 – ოდესმე ხომ მოკვდებით, დაინგრევა თქვენი იმპერია, გავთავისუფლდებით თქვენგან, თქვენი გავლენებისგან“- რას წერს „ოცნების“ დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი

266
ირო ცაგარეიშვილი

„მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს – ჩვენ ავტომატურად, უკითხავად, უსიტყვოდ არ მოგვწონს, 2×2“, – წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი, ირო ცაგარეიშვილი.

იგი ყურადღებას რუსული იმპერიალიზმისგან გათავისუფლებაზე ამახვილებს და წერს, რომ ამ გავლენებისგან გავთავისუფლდებით.

დეპუტატის შვილი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებას აზიარებს და წერს:

მედვედევი: „თბილისში კანონის ირგვლივ დისკუსია ქუჩის შეტაკებებსა და პარლამენტში მხიარულ, ქართულ ჩხუბში გადავიდა.. მსგავსი აქციების უკან ნაცნობი ჰოლივუდის ხელია“

„ოდესმე ხომ მოკვდებით. და თქვენს სიკვდილსაც ხომ ვიზეიმებთ. და ოდესმე ხომ დაინგრევა თქვენი იმპერია, ჩვენს დროს თუ ჩვენი შვილების დროს, არ აქვს მნიშვნელობა. და ხომ გავთავისუფლდებით თქვენგან, თქვენი გავლენებისგან, თქვენი მოწონებული საქციელებისგან.

ასევე ნახეთ

„რუსეთში, სხვათა შორის, კანონი 2012 წელს მიიღეს. ვაშინგტონისა და ბრიუსელის ძლიერი ზეწოლის მიუხედავად, კანონები ახლახან მიიღეს უნგრეთსა და ყირგიზეთშიც“. – წერს რუსეთის დუმის თავმჯდომარე.

მაგ დღეზე ოცნებით იმდენი ადამიანი ვცხოვრობთ, რომ ახდება.“ – წერს ირო ცაგარეიშვილი.

პოპულარულები