LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედევი: „თბილისში კანონის ირგვლივ დისკუსია ქუჩის შეტაკებებსა და პარლამენტში მხიარულ, ქართულ ჩხუბში გადავიდა.. მსგავსი აქციების უკან ნაცნობი ჰოლივუდის ხელია“

131
დმიტირ მედვედევი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ ინიციირებულ კანონპროექტს და კანონპროქტის საწინააღმდეგო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი ეხმიანება.

მედვედევი ტელეგრამის საკუთარ არხზე წერს, რომ „ყველა ამ აქციის უკან, გამოცდილი და ნაცნობი ჰოლივუდის ხელი ჩანს“. მისივე თქმით, მთავარი, რაც კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს მასში არ მოსწონთ, არის ის რომ, ისინი მასში ხედავენ რუსულ იდეას და არა დასავლურ ინიციატივას.

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

„თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ დისკუსია ქუჩის შეტაკებებსა და პარლამენტში მხიარულ, ქართული ჩხუბის სფეროში გადავიდა. მან, ვინც მსგავს აქციებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, საკუთარ სარკეში ქვა პირველმა ისროლოს.

ერთი წლის წინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ კანონპროექტი გაიწვია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განსაკუთრებული „კმაყოფილება“ გამოხატა, იმის გამო, რომ დოკუმენტი „შეუთავსებელი იყო ევროატლანტიკურ ღირებულებებთან“. დიახ, მართალია – ღირებულებები განსხვავებულია. შავი ზღვა არ არის ატლანტიკური, საქართველო არ არის „ჯორჯია“, სახელების მსგავსების მიუხედავად.

ამავე დროს, ევროკავშირი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის საკუთარი ვერსიის მიღებას გეგმავს, უფრო მკაცრის, ვიდრე შეერთებულ შტატებშია“, – აღნიშნულია მედვედევის განცხადებაში.

მისივე თქმით, „დასავლური ქვეყნების მსგავსი კანონისგან განსხვავებით, ქართული, ყირგიზული ან სრულიად ლოიალური რუსული კანონი „უცხოელ აგენტებს“ საქმიანობის ნებას რთავს, თუმცა, სრულიად სამართლიანად, მათგან მოითხოვს გამჭვირვალობას და ხელს უშლის ფარულ უკანონო საგარეო ჩარევას სახელმწიფოს შიდა საქმეებში, ასევე მის ეკონომიკასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში“.

პოპულალურები