LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცაგერის მუნიციპალიტეტში მეწყრის გამო 10 ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი

100
15bdbcdf-6379-4140-a663-add531576cf7-640

ცაგერის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა.

მეწყერმა ლაილაში-ღუს დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩახერგა.

ამ ეტაპზე გარესამყაროს 10 ოჯახია მოწყვეტილი.

ჯერჯერობით, ვერ ხერხდება გზის გაწმენდა და აღდგენითი სამუშაოს დაწყება.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ჩავლენ 10 ოჯახთან და სურსათსა და ჰიგიენურ საშუალებებს გადასცემენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები