LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცალკეულ სუბიექტებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს იჯარის და ქირის გადასახადი ეპატიებათ – თურნავა

72
244575836-4463054273784197-3024987223914855958-n

ნათია თურნავას განცხადებით, 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით პერიოდში ცალკეულ სუბიექტებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეპატიებათ იჯარის და ქირის გადასახადი, ასევე ამ პერიოდში გადაუხდელობით, ან დაგვიანებით გადახდით დარიცხული ჯარიმა, სანქცია და საურავი.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, ეს შეეხებათ პანდემიით დაზარალებულ ბიზნესებს და ადამიანებს.

„მთავრობამ იმსჯელა და მხარი დაგვიჭირა. ეს შეეხება პანდემიით დაზარალებულ ბიზნესებს და ადამიანებს, ვინც სარგებლობს სახელმწიფო ქონებით, გადაცემული აქვთ ქონება და ვისაც შესაბამისი ხელშეკრულება დადებული აქვს ქონების მართვის სააგენტოსთან. საქართველოს პარლამენტმა იმსჯელა ამასთან დაკავშირებით და მიიღო შესაბამისი ცვლილებები ქონების შესახებ კანონში. ჩვენ ამ ცვლილებიდან გამომდინარე მოვამზადეთ სპეციალური წესი, რომლითაც განისაზღვრა, რომ 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით ასეთ სუბიექტებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეპატიებათ იჯარის და ქირის გადასახადი, ასევე ამ პერიოდში გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდით დარიცხული ჯარიმა, სანქცია და საურავი. ჯამში საუბარია ქირაზე, იჯარასა და მართვის საზღაურ დაახლოებით 5 მილიონ ლარზე მეტზე, ამას ემატება გადაუხდელობით ან დაგვიანებით დარიცხული ჯარიმა, დაახლოებით 1 მლნ ლარი, რომელიც ასევე ამ სუბიექტებს ეპატიებათ. ეს გამომდინარეობს იმ სირთულეებიდან, რაც ზოგადად, ქვეყანას, ბიზნესს, ადამიანებს თავს დაატყდათ, რაც მის გადახდისუნარიანობაში აისახა“, – განაცხადა თურნავამ.

მისი განმარტებით, ეს არის სწორედ ის პერიოდი, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g