მათ ვისაც ქართული ქალაქური სიმღერა, მხიარული, მეგობრული გარემო და თბილისური დროსტარება უყვარს, 28 სექტემბერს 20:00 საათზე, „ოტიუმი“ არჩილ ცანკაშვილის სოლო საღამოზე გეპატიჟებათ – „ცანკა და მეგობრები“. როგორც თავად მომღერალი აღნიშნავს, მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, ქართული ჰანგების მოყვარულებისთვის განახლებული პროგრამით წარდგება.