ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი, Cardi B ორსულადაა. 32 წლის ვარსკვლავი მეოთხე შვილს ელოდება. ამის შესახებ მან გადაცემაში CBS Mornings სტუმრობისას განაცხადა.
„შვილი ჩემი ბოიფრენდისგან, სტეფონ დიგსისგან მეყოლება. ძალიან აღელვებული ვარ. თავს კარგად ვგრძნობ. თავს ძლიერად ვგრძნობ, იმიტომ რომ ამხელა სამუშაოს ვასრულებ და ამასთან ერთად ახალ სიცოცხლეს ვქმნი“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, 31 წლის დიგსი ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეა და „ნიუ ინგლანდ პატრიოტსში“ ირიცხება.
ცნობისთვის Cardi B-ს რეპერ Offset-სგან 3 შვილი, 7 წლის ქალჩერი, 3 წლის უეივი და 1 წლის ბლოსომი ჰყავს, ეს უკანასკნელი მან მეუღლესთან დაშორების შემდეგ გააჩინა.
6 წლის შემდეგ, ქარდი ბი ტურნეს გამართავს
ფოტო/ვიდეო: Cardi B-ს, მეუღლესთან განქორწინებიდან რამდენიმე კვირაში, მესამე შვილი შეეძინა
