ამერიკულმა კორპორაცია პეპსიმ წინასაახალწლოდ სასმელის რეკლამა გამოუშვა, ვიდეოში Cardi B სანტა კლაუსის როლში გვევლინება და საჩუქრების ნაცვლად ფულს, დოლარის კუპიურებს არიგებს, რომელზეც თვითონაა გამოსახული.
ბეგრაუნდ სცენარი კი ასეთია – ვარსკვლავი ცუდი ყოფაქცევის გამო სანტამ დასაჯა, ქარდიმ გადაწყვიტა, რომ როდესაც გაიზრდებოდა, ყველა ბავშვს გაახარებდა, განურჩევლად იმისა, თუ როგორ იქცეოდნენ ისინი მთელი წლის განმავლობაში.
ცნობისთვის, რეპერი Pepsi-ის რეკლამებში 2019 წლის თებერვლიდან მონაწილეობს.
შეგახსენებთ, მუსიკოსის სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy 2018 წელს გამოვიდა, ნამუშევარმა „გრემის“ ჯილდო მოიპოა და „წლის საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ალბომის“ ნომინაციაში გაიმარჯვა.
https://www.youtube.com/watch?v=Xp2QxHVOTDI&feature=emb_title