Casio-მ G-Shock-ის საათის ბეჭედი გამოუშვა. აქ დროსა ჩვეულებრივ ნახულობთ, კალენდარსაც, მას აქვს წამმზომიც და სხვა ლოკაციებზე არსებულ დროებსაც კი გიჩვენებთ.
გვერდით არსებული სამი ღილაკით რეჟიმების გადართვა და განათების გააქტიურებაა შესაძლებელი. ბეჭედი საათი გამძლეობითაც გამოირჩევა, დავარდნასაც უძლებს და წყალგამძლეც არის. რაც შეეხება მის ზომას, ის 48-82 მილიმეტრია.
Casio G-Shock Nano DWN-5600 სამ ფერში იქნება ხელმისაწვდომი: შავი, წითელი და ყვითელი. მისი ღირებულება 110 დოლარია.


