LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Caspian Agro 2018-ზე ქართულმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს

112

აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში, აგროსამრეწველო სექტორის მე-12 საერთაშორისო გამოფენაზე „Caspian Agro 2018“ ქართულმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო: შპს „თაფლიკაცის“, „გიუაანის“, „მადლიანი 2017-ის“, „კულას“, „ნუტრიმაქსის“, „მზა ჩითილის“, „ველინგტონის“, „თამარის“ მიერ წარმოებული ქართული პროდუქცია.

გამოფენაზე „Caspian Agro 2018“ მოწყობილი ქართული კუთხე და სტენდი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, მთავრობის წევრებთან ერთად, დაათვალიერა.

ილჰამ ალიევმა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის აზერბაიჯანში პოპულარიზაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს ქართულ მხარესთან ურთიერთობის გააქტიურებისკენ მოუწოდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს და მთავრობის წევრებს ქართულ სტენდზე წარმოდგენილი უნიკალური ქართული ვაზის ჯიშებისგან წარმოებული ღვინოები გააცნო.  „საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული მიმართულება ქართული აგრარული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანის ხელშეწყობაა. აქედან გამომდინარე, ქართველ მეწარმეებს მუდმივად აქვთ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g