LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკვე მესამედ და ურთიერთბრალდებები – ვინ არღვევს ჰუმანიტარულ ზავს

124
755952457546693

აზერბაიჯანი და სომხეთი, უკვე მესამედ, ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
მიღწეულ შეთანხმებას Twitter-ზე გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეთანხმების მიღწევა მიულოცა და დაწერა, რომ ეს მრავალ სიცოცხლეს გადაარჩენს.

თუმცა დღეს დილიდან, კონფლიქტში ჩართული მხარეები აცხადებენ, რომ მიღწეული შეთანხმება უკვე დაირღვა და თავდასხმებში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დღეს აზერბაიჯანული მედია News.az თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ 26 ოქტომბერს, დილით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი ჰუმანიტარული შეთანხმება და მებრძოლებმა ცეცსლი გახსნეს აღჯაბადის მიმართულებით.

პარალელურად, სომხური ადგილობრივი მედია წერს, რომ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია აზერბაიჯანმა და სამხედრო თვითმფრინავები გამოიყენა მშვიდობიან დასახლებებშიც.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დღეს Fox News-ის ეთერში მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის არმია არ ესხმის თავს სამოქალაქო პირებს.

„ქალაქ განჯაზე, სომხეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული სასტიკი თავდასხმის შემდეგ, სადაც ათობით ადამიანი დაიღუპა, ჩვენ განვაცხადეთ, რომ შურს ვიძიებდით, მაგრამ არა მშვიდობიან მოქალაქეებზე, არამედ ბრძოლის ველზე”, – თქვა ილჰამ ალიევმა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული კონფლიქტი 27 სექტემბერს დაიწყო. პირველი ჰუმანიტარული შეთანხმება, რუსეთის მონაწილეობით, 9 ოქტომბერს გაფორმდა, თუმცა უშედეგოდ.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მორიგი ხელშეკრულება 17 ოქტომბერს კვლავ დაიდო და დიდხანს არ გაგრძელდა. რიგით მესამე მოლაპარაკება კი გუშინ გაიმართა, მხარეების განცხადებით, შეთანხმება რამდენიმე საათიანი აღმოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g