LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხურ მხარეს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

51
სამხედროები

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს, ქალბაჯარის რაიონის დამირჩიდამის დასახლების მიმართულებით სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს.

აღნიშნულის შესახებ ადგილობროვი მედია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიაში არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

„ოპერატიულ მდგომარეობას ჩვენი დანაყოფები აკონტროლებენ,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები