LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცეცხლის სრულად შეწყვეტასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ“ – სახდეპის სპიკერი

159
2025-03-25_01-54-56_975726

ცეცხლის სრულად შეწყვეტასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.

პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას ბრიუსმა აღნიშნა, რომ „ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისების წასვლა“.

„ამასთან [ცეცხლის შეწყვეტასთან] ჩვენ ახლოს ვართ. ძალიან საინტერესოა… აქამდე ცეცხლის სრულად შეწყვეტასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ“, – განაცხადა ტემი ბრიუსმა.

მისი თქმით, ვაშინგტონი ახლა რუსეთთან და უკრაინასთან მუშაობს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე, რის შემდეგაც მხარეები შეძლებენ შემდგომი საკითხების განხილვას.

ბრიუსმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს სურს „მშვიდობიანი კომერციული საქმიანობის სრული აღდგენა“ შავ ზღვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g