LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ორ პირს ჭრილობები მიაყენა და მიიმალა“ – თელავის რაიონში ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა

183
ძებნის გამოცხადება

თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.

24 ივლისის ღამით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.

ახალი დეტალები კახეთში მომხდარი მკვლელობიდან – მედიის ცნობით, ორ თანასოფლელს 32 წლის მამაკაცმა ესროლა

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ორ პირს ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 24 ივლისს ბრალდებული თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებულ ორ ცეცხლსასროლ იარაღს.

მას ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

mazda magti 5g